ირაკლი აბესაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების ლოგიკაა, რომ არსებობს დარღვევა, მაგრამ არ არსებობს დამრღვევი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების ლოგიკაა, რომ არსებობს დარღვევა, მაგრამ არ არსებობს დამრღვევი, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვისას განაცხადა.

„პროკურორი დ.ღ-ს მითითებას აძლევს, არ ისაუბროს გარემოებაზე, რომელიც დღეს საქმეზე ახალი ვერსიის საფუძველია. თქვენ საუბრობთ, რომ გამოიძიონ მ.კ-ს როლი, მაგრამ პროკურორის როლიც რომ იყოს გამოძიებული, ამას ეწინააღმდეგებით?! ანუ მ.კ-ს როლი გამოვიძიოთ, მაგრამ პროკურორის როლი არ გამოვიძიოთ?! ამ საქმეში ჩინოვნიკებსა და მოხელეებზე თქვენ პასუხისმგებლობას აბსულუტურად იხსნით, რომ მოხდეს გამოკვლევა, ვის გამო დადგა საქმეში ასეთი მძიმე შედეგი. დასკვნაში საერთოდ არავის პასუხისმგებლობზე არ საუბრობთ, იმის მიუხედვად, რომ დარღვევების არსებობას თავი ვერ აარიდეთ და ამას იზიარებთ“, - მიმართა აბესაძემ “ქართული ოცნების“ წევრებს.

“ქართული ოცნების“ შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო პროცესში გამომძიებლებისა და პროკურორების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის და დამნაშავეზე ხელის დაფარების ფაქტი არ დასტურდება. განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა