ბრაზილიის პოლიცია ქვეყნის პრეზიდენტს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს

ბრაზილიის პოლიციამ უზენაეს ფედერალურ სასამართლოში გაგზავნა მოხსენება, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ტემერის მიერ სამშენებლო კომპანია Odebrecht-ისგან ქრთამის აღების მტკიცებულებებია წარმოდგენილი.

ტელეარხ Globo-ს ინფორმაციით, პოლიცია მიიჩნევს, რომ ტემერი კორუფციასა და ფულის გათეთრებაშია ჩართული და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ეს ტემერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მესამე მცდელობაა. 2017 წლის ოქტომბერში ეროვნული კონგრესის ქვედა პალატამ კორუფციის შესახებ სხვა საქმეზე მისთვის ბრალის წარდგენა დაბლოკა. 2018 წელს კი საგამოძიებო სამსახურები ტემერისა და სატრანსპორტო კომპანია Rodrimar SA-ს კავშირებს იძიებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა