თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ, „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

მათივე ცნობით, განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

მერიის ინფორმაციით, აუცილებელია, რომ განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში სტუდენტმა პირადად წარადგინოს. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი.

მერის განმარტებიოთ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით სემესტრული სწავლის გადასახადის 50% , 70% ან 100% -ის ოდენობით (სასწავლო გრანტის 2250 ლარის ფარგლებში). კერძოდ, აკადემიური მოსწრება 51 – 70 ქულა დაფინანსდება 50%-ით; 71 – 90 ქულა - 70 %-ით; 91 -100 ქულა - 100 %-ით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 200 000 ლარით და შეადგინა 1 200 000 ლარი. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დაფინანსდა 1 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტი.

პროგრამის განმახორციელებელია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს