ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს