ქვეშეთი-კობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, 7 სექტემბერს საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის ნაცვლად, უფრო დიდ დარბაზში, კერძოდ, მლეთაში მდებარე საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება. შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა