8 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25 %-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 3,375,959 მგზავრს მოემსახურა. რაც 25 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2,703,503 მგზავრი).

მათივე განცხადებით, აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461,051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % -ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (413,347 მგზავრი). ხოლო 8 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24% შეადგინა (2,565,226 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოში 44 %-ით გაიზარდა და 72,210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382,325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283,355 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის აგვისტოში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 121,298 მგზავრმა ისარგებლა. რაც 12%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (108,262 მგზავრი). რაც შეეხება 8 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 8 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24 %-ით გაიზარდა და 422,888 მგზავრი შეადგინა. (342,299 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 8 თვეში 5,520 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 251 რეისი შესრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო