ICDl - ცესკომ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ რეკომენდაცია გაითვალისწინა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათავის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში ამომრჩეველთა ბარათების გადაცემის ბოლო ვადასთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრიდან" (ICDl) აცნობეს, ცესკომ გაითვალისწინა ICDl- ის რეკომენდაცია.

„ცესკომ 5 სექტემბრის სხდომაზე განიხილა და გაითვალისწინა ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" მიერ წარდგენილი რეკომენდაცია. შესაბამისად, განკარგულებით(N228/2018) განისაზღვრა, რომ საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და

ამომრჩეველთა სიაში შეყვანილ ამომრჩეველს გადასცემს ამომრჩევლის ბარათს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა. შესაბამისად, ამომრჩეველთა ბარათების გადაცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 25 ოქტომბრის ნაცვლად 24 ოქტომბერი, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შესახებ განაცხადის გაკეთების უფლების თაობაზე დროულად ინფორმირების მიზნით“, -ნათქვამია ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა