ირაკლი ქადაგიშვილი კრინიცაში, ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, კრინიცაში 28-ე ეკონომიკურ ფორუმში იღებენ მონაწილეობას.

ისინი პოლონეთში 28-ე ეკონომიკური ფორუმის პროგრამის საბჭოს თავმჯდომარის ზიგმუნდ ბერდიჩოვსკის ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან.

ქ. კრინიცაში ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება, სადაც 60 ქვეყნიდან მაღალი თანამდებობის პირები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან. მიზანი კი, ევროპის ქვეყნებს შორის დიალოგის ჩამოყალიბება და თანამშრომლობის განვითარებაა.

მიმდინარე წელს, 28-ე ეკონომიკური ფორუმის თემატიკას წარმოადგენს - „საერთო ფასეულობების ევროპა თუ საერთო ინტერესების ევროპა?“

ფორუმის ფარგლებში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აუდიტორიის წინაშე „ქალაქებისა და რეგიონების მდგრადი განვითარების ეფექტური მართვის“ შესახებ მოხსენებით წარდგა.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა