ანა გომესი - ვიმედოვნებ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იქნება და კანდიდატები თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლებენ

ევროპარლამენტარი ანა გომესი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იქნება და კანდიდატები თანაბარი რესურსებით და შესაძლებლობებით ისარგებლებენ.

მისივე შეფასებით, ის, რომ წელს ბოლოჯერ აირჩევს საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი არჩევის წესით, კიდევ ერთი მიზეზი უნდა იყოს, რომ არჩევნები დემოკრატიულ, ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.

„იმედი მაქვს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იქნება და კანდიდატები თანაბარი რესურსებით და შესაძლებლობებით ისარგებლებენ, მათ შორის მედიაშიც. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ყურადღებას მიიპყრობს მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პირდაპირი არჩევის წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული, ჯანსაღი და კონკურენტული იქნება“, - განაცხადა ანა გომესმა.

ევროპარლამენტარის კომენტარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა