სერგი კაპანაძე - მანდატი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა, საგამოძიებო კომისიის მიერ შესრულებულია

მიგვაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა და შეასრულა ის მიზანი, რაც მისი მანდატით იყო შესაძლებელი, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგი კაპანაძემ კომისიის მუშაობა შეაფასა და კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ამასთან აღნიშნა, რომ გაიცა რეკომენდაცია, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მთავარი პროკურორი და შს მინისტრი მივიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები.

„მე მინდა გარკვეულწილად ანგარიში ჩავაბარო როგორც საზოგადოებას, ისე დაზარალებულების ოჯახებს, თუ რაც დაადგინა სამთვიანი მუშაობის შედეგად.

ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ, 80-მდე ახსნა-განმარტება მოვისმინეთ, დავიბარეთ და გავესაუბრეთ შსს-ს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს და მინისტრებს.

საბოლოოდ იქნა კომისიის მიერ დადგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და დასკვნა.

ჩვენ ამ დასკვნის ფარგლებში ისევე როგორც შუალედურად, მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ, რომ ის მონაწილეობდა სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში.

ჩვენ კომისიის ფარგლებში დავადგინეთ მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ის, რომ ხელთ ჰქონდა კონკრეტული საგანი, ასევე, რომ ის მას იყენებდა ჩხუბში.

ჩვენ დავადგინეთ გამოძიების პროცესში, რომ ამ გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც მაშინ იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი და რომლის როლიც გამოიკვეთა ჩვენი სამუშაოს შედეგად. ასევე მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, ასევე არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს კომისიას.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ყველაფერზე იკვეთება პასუხისმგებლობა კონკრეტული თანამდებობის პირების, მათ შორის შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში. ეს პირები არიან პირველ რიგში, საქმის ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე და ბატონი ფიფია, რომელიც იყო საგამძიებო ჯგუფის წევრი, ასევე მათი ზემდგომი ჩინოვნიკები, რომელთა მხრიდან იკვეთება მინიმუმ გულგრილობა და შესაძლოა, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, შსს-ს, რომ გამოძიონ ეს დარღვევები და გააკეთონ დასკვნები, რა ტიპის დანაშაულებია.

ჩვენ ასევე დავადგინეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ადამიანების, შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის. მათ მიერ გაკეთებული განცხადებების, გადადგმული თუ გადაუდგმელი ნაბიჯების გამო.

მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ვინც იქნება მთავარი პროკურორი თუ შს მინისტრი, მოვიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომელიც გაიცა კომისიის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა. ის მანდატი, რაც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა