ზაზა სარალიძის ადვოკატი - არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას, ვიდრე არ გვეცოდინება ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახეზე გვაქვს არა ერთი, არამედ ორი დასკვნა. ეს პირდაპირ უსვამს ხაზს იმას, რომ კომისიის მუშაობაში პოლიტიკური მოტივი უფრო გამოჩნდა, - ასე აფასებს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეულ მუშაობას.

ადვოკატის თქმით, ისინი მიესალმებიან თუ ერთ დასკვნაზე მოხდება შეთანხმება.

"ჩვენ მივესამლებით, თუ მოხდება შეთანხმება და ერთი დასკვნა იქნება წარდგენილი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის კომისიის ძირითადი გუნდის მიერ წარმოდგენილ დასკვნასთან. განსაკუთრებით ყურადღება მინდა გავამახვილო მეორე დასკვნასთან დაკავშირებით, რაც მმართველი გუნდის მიერ არის წარმოდგენილი. როცა ამ დასკვნას ვკითხულობდი, სამწუხაროდ, შემექნა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო წარდგენილი იმ სხდომების საფუძველზე, რასაც მთელი საზოგადოება ვადევნებდით თვალს, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. დასკვნაში რატომღაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თურმე დაზარალებული მხარე სამ ძირითად საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას და კომისიის წინაშეც თურმე ეს სამი საკითხი იდგა, ეს იყო ძირითადი ინტერესი. ეს არის: ფარდული რატომ დაინგრა, სუბელიანის გავლენა საქმესთან მიმართებით და ერთ-ერთი ბრალდებულის, ამჟამად უკვე მსჯავრდებულის მიერ გამოყენებული დანის გაღუვნის საკითხი. დიახ, ჩვენ ამ საკითზებზე ვსაუბრობდი, თუმცა ეს არ არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ გვაინტერესებდა",- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, მთავარ კითხვაზე პასუხი თუ სად და ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, კვლავ უცნობია.

"მაშინ სად არის ჩვენს ძირითად კითხვაზე პასუხი, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი? მკვლელი, რომელმაც სარალიძეს მიაყენა 10-11 ჭრილობა. ჩვენ ეს ადამიანი არ გვყავს და არც კომისიას უმსჯელია ამასთან დაკავშირებით. დასკვნაში ვკითხულობთ იმას, რომ თითქოს სახეზე გვქონია საპროცესო დარღვევები, რომელმაც გავლენა მოახდინა არათუ გამოძიების შედეგზე, არამედ მტკიცებულებების ხარისხზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვკითხულობთ. ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ თურმე გამოძიებამ რაც იმსჯელა და რაც წარადგინა, აბსოლუტურად მართალია და სამართლებრივად სწორია. ამ შედეგზე თურმე გავლენა არავის და არაფერს არ მოუხდენია. მთელი საზოგადოება ვადევნებდით თვალყურს თუ რა გავლენა მოახდინა. ამას არ სჭირდება კომისიის დასკვნა. საზოგადოებას შეუძლია გამოიტანოს დასკვნა თუ რა გავლენა შეეძლო მოეხდინა იმ თანამდებობის პირებს, რომელთა გამოსვლებსაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვუყურებდით. დავით სარალიძის მკვლელობის საქმე არ არის მხოლოდ ზაზა სარალიძის ოჯახის ინტერესების საქმე , ეს გახლავთ მთელი ქვეყნის საქმე. ამ საქმის ასე დატოვება აბსოლუტურად შეუძლებელია. ის, რომ ზაფხულის განმავლობაში, როდესაც კომისია დასკვნაზე მუშაობდა ჩვენ მშვიდად ვადევნებდით თვალყურს იმას არ ნიშნავს, რომ უკან ვიხევთ. არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას, ვიდრე არ იქნება ჭეშმარიტება საქმეზე მიღებული, ვიდრე არ გვეცოდინება ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი. როგორ შეიძლება ამ საქმეზე არ გვქონდეს რეკომენდაციები ამ კუთხით და ვამბობდეთ, რომ საგამოძიებო კომისიას არ აქვს მსგავსი რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა და თურმე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნა მხოლოდ მართლმსაჯულების ორგანოებს გააჩნია. ჩვენ კომისიას ნდობა იმიტომ გამოვუცხადეთ, რომ იმ დარღვევებზე მეტი დარღვევა იქნა წარმოდგენილი, რაც ჩვენ შევძელით რომ გამოგვევლინა",- განაცხადა ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

"ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს