სერგი კაპანაძე - ორი აზრი არ არსებობს, რომ სისტემაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირები ხორავას ქუჩის საქმეში ნამდვილად იყვნენ ჩარეული

ორი აზრი არ არსებობს, რომ სისტემაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირები ხორავას ქუჩის საქმეში ნამდვილად იყვნენ ჩარეული, ხოლო ის, თუ როგორი ხარისხის იყო ეს ჩარევა, სწორედ ამიტომ გამოვდივართ ამ ჩარევის დადგენის რეკომენდაციით, - ამის შესახებ დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა.

“ხორავას ქუჩის საქმეში გამოკვეთილია კონკრეტული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ გამოძიებაზე. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, მის ქმედებებში ხელის დაფარების კუთხით, ჩვენი აზრით, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალი იკვეთება. ამიტომ პროკურატურას მივმართეთ, გამოიძიოს, თუ როგორი და რა ტიპის ხელის დაფარება ხდებოდა მთავარი პროკურორის მხრიდან“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძის შეფასებით, მთავარი განსხვავება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნასა და იმ მოსაზრებებს შორის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, არის ის, რომ “ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, საქმეში გამოიკვეთა გარკვეული, მაგრამ არა მნიშვნელოვანი დარღვევები, რამაც საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. კაპანაძის თქმით, დიამეტრალურად განსხვავებულია თავად კომისიის დასკვნაში გაკეთებული შეფასება - კერძოდ ის, რომ საქმეში არსებული დარღვევები იყო მნიშვნელოვანი და იყო მიზანმიმართული, რათა გამოძიება კონკრეტული პირების სასარგებლოდ გამრუდებულიყო და ამან გამოძიების შედეგებზე ფუნდამენტური გავლენა მოახდინა. ასევე, კომისიის დასკვნაში გაკეთებულია შეფასება, თუ ვინ არის დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა და ამით მუშაობის 3-თვიანი ვადა ამოწურა. დასკვნა, რომელიც “ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტია, პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს