კიკეთში არსებულ ხევში მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

კიკეთში, ბაჩანას ქუჩაზე არსებულ ხევში, რომელიც ხუთ ოჯახს გარესამყაროსთან აკავშირებს, მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტი, უამინდობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

მათივე ინფორმაციით, მილხიდის მშენებლობის სამუშაოებს კიკეთში მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გამგებლის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება აქ მცხოვრებთათვის წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას გადაჭრის.

მისივე განმარტებით, ძლიერი წვიმები ხევში არსებული გრუნტისქვეშა წყლების ადიდებას და გადასასვლელის ჩახერგვას იწვევდა, რის შედეგადაც მოსახლეობა ხევს მიღმა გარესამყაროს წყდებოდა.

მილხიდის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარია გამოყოფილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო