BIAFF 2018 კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის” მენეჯმენტმა პროექტების შერჩევა დაასრულა

BIAFF 2018 კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის” მენეჯმენტმა პროექტების შერჩევა დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შერჩეული იქნა 8 პროექტი - 6 - საქართველოდან, 1 - თურქეთიდან და 1- უკრაინიდან. „ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში „ალტერნატიული ტალღა" 19-23 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.

„ალტერნატიული ტალღის” მენეჯმენტის მიერ შერჩეული პროექტებია:

1. “56. გაზაფხული”; ავტორი რუსუდან პირველი.

2. “ბავშვი”; რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი კოკო (კარლო) ჩიხრაძე.

3. “მსხვერპლი”; ავტორები ამირან დოლიძე, თედო დოლიძე.

4. “ქალაქის ლანდი”; ავტორები თორნიკე ტიკარაძე, გიგა ლიკლიკაძე.

5. “Easter-იკა”; რეჟისორი სოფო ჭინჭარაული, პროდიუსერი ელენე თავაძე.

6. “შუშანა”; ავტორი ირინა გაჩეჩილაძე.

7. “ანტონის ცხოვრება”; რეჟისორი იულია მირონენკო, პროდიუსერი იგორ სავიჩენკო (უკრაინა).

8. “ყულაბა”; რეჟისორი ფენიტ კაროლი, პროდიუსერი ნეფეს პოლატი (თურქეთი)

შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით: სცენარის განვითარება, კო-პროდუქციის სტრატეგია, დაფინანსების სტრატეგია, საფესტივალო სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.

„ინდუსტრიული ტალღის“ ექსპერტები არიან: გულინ უსტუნ, აიშეგულ ექმექჩიოღლუ, ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი), კატარინა მარკოვა (სლოვაკეთი), ნიკოს პანაგიოტოპოულოს (საბერძნეთი).

ასევე მოწვეული სპიკერები - სერგეი რახლინი (აშშ - „ოქროს გლობუსი“), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), პოლ ტილჯეს (ლუქსემბურგი)

“ალტერნატიული ტალღა” 2018-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა