ბარნოვზე მოკლული გოგოს დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის ინციდენტი მოხდა - ლიკა ბაქრაძემ ნათია გაბოძეს „შვილის მკვლელი“ უწოდა

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში ინციდენტი მოხდა.

ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს.

"მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟირნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო ნაცლიშვილის დედისა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დაპირისპირება: კადრები და კომენტარები სასამართლოდან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო