ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების გაცემის პროცესს დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, „პსპ“-ს ერთ-ერთ ფილიალში ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების გაცემის პროცესს დაესწრო. მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე არტერიული ჰიპერტენზიისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა იგეგმება.

3 სექტემბრიდან შშმ პირებსა და პენსიონერებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის შეძენა „პსპ“-ს აფთიაქებში 50-70%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო სერვისებზე წვდომა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას. 2017 წლიდან აღნიშნული პროგრამა ძალაში შევიდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებების, დიაბეტის მეორე ტიპის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ 23 მედიკამენტი ამ პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ქულაც იყო 100 000-ზე ნაკლები. მათ გაუჩნდათ წვდომა ამ მედიკამენტებზე 1 ლარად.

3 სექტემბრიდან ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ პროგრამა გაგვეფართოვებინა და ბენეფიციარების რაოდენობაც გაგვეზარდა. შესაბამისად, აღნიშნული 23 მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომია შშმ პირებისა და პენსიონერებისთვის „პსპ“-ს აფთიაქების 63 ფილიალში. სოციალურად დაუცველებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სხვაობა არის ის, რომ შშმ პირები და პენსიონერები აღნიშნულ მედიკამენტებს შეიძენენ 50-70%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წლის ბოლომდე აუცილებლად დაემატება არტერიული ჰიპერტენზიისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ კომბინირებული მედიკამენტები,“ - განაცხადა მაია ლაგვილავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა