ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძეზე ციხეში ზეწოლას ახდენენ

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილის ინფორმაციით, მამამისზე ციხეში ზეწოლას ახდენენ.

ლიკა ბაქრაძე არ აკონკრეტებს, თუ ვინ და რა მიზნით ახორციელებს ზეწოლას ბრალდებულზე, თუმცა ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს. ამასთან, ლიკა ბაქრაძე მომხდარ მკვლელობაში როგორც მამამისს, ასევე მოკლულის დედას, ნათია გაბოძესაც ადანაშაულებს.

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა მამაჩემი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამას არანაირად არ ვამართლებ. აგრესია წამოვიდა ამართლებსო, მაგრამ ეს არის სრული სისულელე, არანაირი გამართლება არ აქვს მის საქციელს, თუმცა თავისთავად, დედაც დამნაშავეა. ამ ამბების მერე ბევრი დრო გავიდა და ბევრი ინფორმაცია გავიგე. ისიც კარგად ვიცი, რომ თვითონ აწუხებდა მამაჩემს. თავიდან, როცა ურთიერთობა დაიწყეს, მამაჩემს ცოლ-შვილი ჰყავდა და ოჯახიც დაუნგრია. ამას ძალადობა არ ჰქვია, მაგრამ თვითონ აწყობდა იმის პროვოცირებას, რომ მამაჩემთან ყოფილიყო. არავითარ ძალადობას არ ჰქონია ადგილი მამაჩემის მხრიდან მასთან ურთიერთობისას. თავისი ნება-სურვილი იყო ეს და თვითონ უფრო უნდოდა მამაჩემთან ყოფნის, ვიდრე მამას. გარდა ამისა, ფაქტები და დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამაჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს