მამუკა ბახტაძე - ევროკავშირისგან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროკავშირისგან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით.

როგორც ბახტაძემ ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, ამ ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა ევროპული სკოლა, რაც ნათელი მაგალითია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის.

„საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებზე, რომელსაც ვახორციელებთ განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და იმ პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას. კომისარის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავხსენით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა. ეს არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების გარეთ დაფუძნდა და ის არის სიახლე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ ეს პატივი საქართველოს ხვდა წილად და მინდა ევროპელ პარტნიორებს ამისთვის მადლობა გადავუხადო. ევროპული სკოლის არსებობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამავე დროს, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმ ნაყოფიერი ურთიერთობის, რომელიც ჩამოგვიყალიბდა ევროსტრუქტურებთან“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა