მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკაში

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი ვაჭრობის სფეროში.

„მინდა, შევეხო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ პირველი შემთხვევა. ჩვენ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ იაპონიასთან. ინიცირება გავუკეთეთ კონსულტაციების დაწყებას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ იაპონიასთან. ამასთან, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკაში, ხოლო იაპონია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში“,- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ისაუბრა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზეც.

„მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას. მათ დაფინანსება გამოყვეს 343 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას. ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. საინჟინრო თვალსაზრისით ეს უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური, რთული და აქედან გამომდინარე, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო