პრემიერი გიორგი ქობულიას შვებულების შესახებ შეკითხვაზე - ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტახემ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უქმნიდა თუ არა მას დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობის სხდომებს არ ესწრება.

"გოგა ქობულიამ გააკეთა ამომწურავი კომენტარი ამ საკითხზე. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად. მეტიც, მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის წარმოდგენილი", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ცნობილია, ეკონომიკის მინისტრი უკვე რამდენიმე კვირაა შვებულებაშია. გიორგი ქობულია არც მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს