მამუკა ბახტაძე - ახალი საბაჟო კოდექსი გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ინვესტიციების მოსაზიდად და დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები

ახალი საბაჟო კოდექსი გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე, დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს ქვეყნის წინაშე და მომავალ კვირას მოხდება ახალი საბაჟო კოდექსის პირველი პროექტის პრეზენტაცია.

„მე პარლამენტში გამოსვლისას დავპირდი საზოგადოებას, რომ საქართველოში გვექნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი. იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და მომავალ კვირას მოხდება პირველი პროექტის პრეზენტაცია. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად ითვალისწინებს კანონმდებლობის სრულ ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.

ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით დასრულდა საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე, დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტაგ გამარტივებული საბაჟო პროცედურები; კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები, რომელიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან. ეს არის ციფრული საბაჟო განვითარების კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამასთან ერთად, შეიქმნება ღია საკომუნიკაციო პლატფორმა კერძო სექტორთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, სადაც საბაჟო კოდექსის პროექტი განხილული იქნება ყველას ჩართულობით და ყველას თანამონაწილეობით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისათვის, რომ ჩვენ საქართველოში მივიღოთ ისეთი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც უპირველესად პასუხობს ქართველი მეწარმეების ინტერესს“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა