პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის დიდი ნაწილი პოლიტიკური შეფასებებია

სამწუხაროდ, დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომისიის ფუნქცია იყო გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება.

„მე შევაფასებდი ზოგადად საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებაზე და არა ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება, მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს რა თქმა უნდა, ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

აქედან გამომდინარე ჩემი შეფასება გახლავთ სწორედ ასეთი, რომ კომისია რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს მას კანონმდებლობის ჩარჩოებში, ის უნდა განახორციელოს.

ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველანი დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს