მამუკა ბახტაძე რუსულ პროპაგანდაზე - ჩვენ უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს

ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, რუსული „რბილი ძალა“ გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპული ცივილიზაციისთვის.

“რაც შეეხება „რბილ ძალას“ და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო: ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსული პროპაგანდის ასახვა მოსახლეობაზე არ მოხდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს