კამპანიის "იცურე მშვიდად" ფარგლებში აქცია გაიმართა

"დაიხუროს სიკვდილის ზონა", "სახელმწიფოვ, ნუ იქნები გულგრილი" - ამ მოწოდებებით დღეს სამგორის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, აქცია გაიმართა.

აქცია კამპანიის "იცურე მშვიდად" ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აქცია იმ ადგილთან ახლოს გაიმართა, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ 20 და 25 წლის ძმები დაიხრჩვნენ.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოს მოუწოდებენ, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებზე ბანერები განათავსოს წარწერით - "ბანაობა საშიშია". ასევე, მსგავს რეკრეაციულ ადგილებში მაშველებიც იყვნენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, მდინარე მტკვარს კულტურულ-რეკრეაციული თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დღემდე კუსტარული რეკრეაციული ზონების მდინარედ რჩება, შედეგად, ხშირად დასვენება, პიკნიკები უბედური შემთხვევით მთავრდება.

"ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს იდენტიფიცირება ყველაზე საშიში ადგილების. ასეთ ადგილებში უნდა მოხდეს ბარიერების დამონტაჟება და თუკი შესაძლებელია რეკრეაციული დასასვენებელი ზონების მოწყობა, შესაბამისი ზომებიც მიიღონ", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს