მამუკა ბახტაძე - ბიზნესზე ზეწოლაზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია ან იმ ადამიანის მოსაზრება, რომელიც რეფორმების შინაარსში ჩახედული არ არის.

ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

„ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარი იმ გარემოში, რა გარემოშიც დღეს ქართული ბიზნესი ვითარდება, ჩემი აზრით, არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია ან ეს შეიძლება იყოს იმ ადამიანის მოსაზრება, რომელიც არ არის ჩახედული იმ რეფორმების შინაარსში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ქართული ბიზნესი არის ძალიან კომფორტულ გარემოში საკანონმდებლო თვალსაზრისით. თუმცა მთავარი ბარიერი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის გარკვეულწილად, შემორჩენილი უსამართლო რეჟიმები საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში აყენებს ადგილობრივ მწარმოებლებს. ეს გახლავთ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ გავასწოროთ აღნიშნული ხარვეზები“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა მაგალითად მოიყვანა მედიკამენტების საკითხი. მისი თქმით, ბოლო წლებში არსებობდა პრაქტიკა, რომ იმპორტიორები არ იხდიდნენ დღგ-ს მაშინ, როცა ადგილობრივი მწარმოებლები იძულებული იყვნენ ის გადაეხადათ.

„გვქონდა შემთხვევები, რომ როცა მეზობელ ქვეყნებთან არსებული სავაჭრო რეჟიმებით ჩვენი მეწარმეები ვერ სარგებლობდნენ მაშინ, როცა იმპორტიორებს ჰქონდათ სრული წვდომა ქართულ ბაზარზე. თუ შეკითხვა ამაში მდგომარეობს, მაშინ დიახ, ეს რჩება გამოწვევად, მაგრამ თუ შევადარებთ შარშანდელ პერიოდთან ამ ყველაფერს, საერთაშორისო ვაჭრობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ამის საუკეთესო სტატისტიკაა ექსპორტის 30%-იანი ზრდა, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო