სკოლებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება

საქართველოს მასშტაბით 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 69 სკოლიდან 50 სხვადასხვა რეგიონს ეკუთვნის.

„69 საჯარო სკოლაში მოხდება უკაბელო ინტერნეტის მონტაჟი. აქედან განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 50 სკოლა წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონში. სწავლების პროცესში უკაბელო ინტერნეტთან წვდომა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ