შსს - ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინება სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში

ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებით, კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ევროპის საპოლიციო სტრუქტურებთან, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისი უკვე ფუნქციონირებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ევროპოლთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. საქართველოს პირველი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, ქალაქ ჰააგაში უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.

საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლას ორგანიზებული და ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებით, კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ევროპის საპოლიციო სტრუქტურებთან, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო „ევროპოლის“ ოპერატიული პარტნიორი ქვეყანაა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობის, უსაფრთხო არხის მეშვეობით ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისა და ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა“-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო