ირაკლი ნადირაძე - ივნისში, აქციაზე უკანონოდ დამაკავეს და მხოლოდ 3 თვის შემდეგ გაახსენდათ, რომ სასამართლო იყო ჩასატარებელი

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ირაკლი ნადირაძეს მიაჩნია, რომ ივნისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისი დაკავება უკანონო იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ივნისის დასაწყისში, სოლიდარობის აქციაზე დამაკავეს და მხოლოდ ახლა, სამი თვის შემდეგ გაახსენდათ, რომ ჩემი სასამართლო იყო ჩასატარებელი. მე წარმოდგენილი მაქვს ყველა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეომტკიცებულება, რომ არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონია ჩემი მხრიდან ადგილი. მხოლოდ იმიტომ თუ უნდა გამამტყუნონ, რომ პოლიციამ 100 მეტრის მანძილზე „მაკატავა“, ეს კიდევ ერთხელ იყოს მათ ნამუსზე. ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი არც ერთ პოლიციელს ჩემთვის არ ჩაუბარებია და ვნახოთ, რას წარმოადგენენ სასამართლოზე“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებიდან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილით გაუშვეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა