სოფიო ქაცარავა - ურუგვაი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს

სოფიო ქაცარავა ურუგვაის სენატში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს მონიკა ქსავიერს შეხვდა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების დინამიკა, სამომავლო დღის წესრიგი და საერთო ინტერესები. მათივე ინფორმაციით, პოლიტიკურ საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საერთო მიზნებზე ამ სფეროში.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. ურუგვაი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს წარმოადგენს. იკვეთება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთი სფერო. სენატორის ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვიხლოთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა