გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად ტყის მდგრადი მართვის თემაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე 3 თვის განმავლობაში პროექტის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

იური ნოზაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ასევე, სატყეო კანონმდებლობის სრულყოფას, რისთვისაც დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას გარემოსდაცვით საკითხებში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე დარრასი ესწრებოდა.

როგორც ალექსანდრე დარრასმა განაცხადა, მოხარულია, რომ საქართველოსთვის მოუწევს მუშაობა და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი თავი ითვალისწინებს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და სატყეო სექტორში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტიც, რომელიც ლიტველი და უნგრელი საჯარო მოხელეების რეკომენდაციების საფუძველზე მიზნად ისახავს სატყეო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ტყის მართვის ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების დახვეწას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა