სლოვენიაში საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი დამხობის ბრალდებით, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატია დაკავებული

სლოვენიის პოლიციამ საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი დამხობის მომზადების ბრალდებით ორი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყება „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„პოლიციამ დღეს საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი დამხობის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. კრიმინალისტებმა ხუთ საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს, საქმეს ქალაქ მარიბორის პროკურატურა იძიებს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სლოვენიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ულტრაპატრიოტული ორგანიზაცია „შტაერის გვარდიის“ ლიდერი ანდრეი შიშკო და მისი თანამოაზრე. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შიშკომ ხმათა 2,21% მიიღო.

გასულ კვირას სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი პირები არიან ასახულები. ისინი ხელისუფლებას „ცხელი შემოდგომის“ მოწყობას და „სლოვენიის ვენესუელად ქცევას“ ჰპირდებოდნენ. გამოძიების ვერსიით, ამ ჯგუფს სწორედ ანდრეი შიშკო ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა