საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდა

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდა.

ევროპარლამენტარის წევრის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მყარი პარტნიორია და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ლეგალური დასაქმების საშუალება.

„დავით ბაქრაძესთან ძალიან გუწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, თუ რა ხდება საქართველოში, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი პარტნიორია. დავით ბაქრაძეს ძალიან საინტერესო და ახალი იდეა აქვს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ. ევროკავშირს სჭირდება ისეთი სამუშაო კადრები, როგორიც თქვენ გყავთ. ეს ადამიანები იმუშავებენ აქ და შემდეგ თანხას თქვენს ქვეყანაში გააგზავნიან. პოლიტიკაში ყოველთვის საჭიროა ახალი იდეები, ეს სწორედ ასეთია“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს