განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განაცხადებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2,8061 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6 წონაკად დაფასოებული აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.ს.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს