იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარია ამოქმედდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში დამოუკიდებელი კანცელარია ამოქმედდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 2018 წლის 30 აგვისტოდან ასრულებს. შესაბამისად, ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარია ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს ჩააბაროს დისციპლინური საჩივარი, კორესპოდენცია და დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა განცხადება.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში ინსტიტუტის ამოქმედებიდან დღემდე 352 დისციპლინური საჩივარი შევიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა