ბარნოვზე 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმის პროკურორი - საკმარისი მტკიცებულებებია, რომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

პროკურორს დღევანდელი სხდომის შემდეგ მტკიცებულებათა შინაარსზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ მტკიცებულებებზე სასამართლო სხდომების დახურვის გამო ვერ ისაუბრებს. პროკურორის შეფასებით, ამ მტიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დაადგინოს.

"ვეფხია ბაქრაძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე მას ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ქორწინების იძულება და კიდევ არაერთი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა. თეიმურაზ ბაქრაძეს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა. საქმეზე წარმოდგენილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საკმარისი იქნება გამამყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო სხდომის განხილვა დახურულია, ვინაიდან საქმე შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას. აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ წარდგენილო მტკიცებულებები საკმარისია, რათა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს", - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რა მტკიცებულებზე დაყრდნობით წარედგინა ვეფხია ბაქრაძეს დამატებით ახალი ბრალდებები.

"ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ჩვენებების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტები, ეს არის ამოცნობის ოქმები, დათვალიერების ოქმები და ექსპერტიზები", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო