მიხეილ ბატიაშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე - შემიძლია დაგპირდეთ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ სამინისტროს ნაბიჯები იქნება კონკრეტული

განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტი საბოლოო დასკვნას დადებს, სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

ასე გამოეხმაურა ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას, რომელიც განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს.

„სანამ დასკვნებზე ვისაუბრებთ, იქამდე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთია კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა და მეორე გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს. შესაბამისად, რეაგირება იქნება იმის შემდეგ, რაც მთლიანი სურათი იქნება წარმოდგენილი. საუბარი იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება სამინისტროს მხრიდან, ცოტა ნაადრევია, ვინაიდან უნდა დაველოდოთ პროცესის ბოლომდე მიყვანას. ჩვენი მხრიდან გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, გამომდინარე საერთო დასკვნიდან და ეს ნაბიჯები იქნება ადეკვატური. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ნაბიჯები იქნება კონკრეტული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო