თბილისმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა

ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააჟღერა.

მისივე თქმით, „ხელისუფლება მზად არის, რომ ეს არჩევნებიც ისევე დემოკრატიულად და სამაგალითოდ ჩაატაროს, როგორც სხვა არჩევნები გასულ წლებში“.

„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვართ უაღრესად გახსნილი და ვართ მზად იმისთვის, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად, ტრანსფარენტულად და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ჩატარდეს. ჩვენ უკვე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია გაგზავნილია წერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ შორის ეუთოს „ოდირის“ მისიასთან, რომ მოავლინოს საქართველოში დამკვირვებლები. წელსაც უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლები გვეყოლება, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არჩევნები იყოს ისეთივე სამაგალითო და სამართლიანი, როგორც ეს ჩატარდა 2013 და 2016 წლებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა