ტყის ეროვნული აღრიცხვა მოხდება

საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა,ტყის აღრიცხვის ფარგლებში ჩატარდება საველე სამუშაოები, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დააფინანსებს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გასაფორმებელი დაფინანსების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ეს შეთანხმება ეხება ტყის ეროვნული აღრიცხვის პროექტს. 2017 წელს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს გამოუყო 5.4 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი, რომელიც სატყეო მიმართულებას მოხმარდება. ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ტყის ეროვნული აღრიცხვა. ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის საველე სამუშაოები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 580 000 ღირებულების ტენდერის გამოცხადება, რომლის შედეგადაც ჩატარდება საველე სამუშაოები, რათა მოხდეს აღრიცხვა“, - განახცადა კერესელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ