გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ხვალ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 11:00 საათამდე შეეზღუდება 1685 აბონენტს ქ. მცხეთაში დავით აღმაშენებლის, მუხრანის, ღვინჯილიას, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:00-დან 11:00 საათამდე - 289 აბონენტს ქ. მცხეთაში სამხედროს, გოგებაშვილის, კახეთის, საგურამოს და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 17:00 საათამდე - 1866 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. 19:00-დან 19:30 საათამდე - 2027 აბონენტს წილკანში, ფრეზეთში, ერედაში, ახალდაბაში და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება 214 აბონენტს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი და ხევსურთსოფელი. 11:00-დან 17:00 საათამდე - 844 აბონენტს სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში. ასევე 11:00-დან 17:00 საათამდე გაეთიშება ელენერგია 535 მომხმარებელს სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება 1441 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ჭილურტი, პეტრიაანი და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა