სასამართლომ ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ირაკლი ნადირაძის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუხოცეს შვილები, ხელი დააფარეს დამნაშავეებს, დღემდე ვერ პოულობენ ისინი სამართალს და ამ დროს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ მე დამაჯარიმა 2500 ლარით მხოლოდ იმიტომ, რომ მხარს ვუჭერდი ამ ადამიანებს. მე არანაირი კანონი არ დამირღვევია, მაგრამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. მე ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაპროტესტებ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, 11 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებიდან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილით გაუშვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო