ადვოკატი - ირაკლი ნადირაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

„ირაკლი ნადირაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - ამის შესახებ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ადვოკატის თქმით, ნადირაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ ის 2500 ლარით დაეჯარიმებინათ.

„ამ შემთხვევაში საქმეში მტკიცებულებები საერთოდ არ იყო. დამკავებელი, რომელმაც ირაკლი ნადირაძე დააკავა, ვიდეოკადრებში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა და იქ საერთოდ არ იყო. ჩვენ წარვადგინეთ ვიდეომტკიცებულება, სადაც ნათლად ჩანს, რომ ირაკლი ნადირაძე არანაირ დანაშაულს არ ჩადის, მაგრამ სასამართლომ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მათ ასევე ვერ დაადგინეს, რომელი ადამიანის დაკავებას შეუშალა ხელი ირაკლი ნადირაძემ. ასეთი რამ ვერც პოლიციელებმა თქვეს. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი ჟამუტაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ირაკლი ნადირაძის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

11 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებიდან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილით გაუშვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა