მარნეულის ყოფილი მერის წინასასამართლო სხდომა 20:00 საათამდე გადაიდო

მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის წინასასამართლო სხდომა 20:00 საათამდე გადაიდო. აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ის სასამართლოს სხდომის განახლებისა შუამდგომლობით მიმართავს და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას მოითხოვს.

„დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არის სამართლებრივი ლაფსუსები. როგორც პირველი ბრალი, ასევე დამძიმებული ბრალი არის დაუსაბუთებელი. საქმის სახელმძღვანელო ბრალდების მხარისთვის მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის ჩვენება გახდა.

დაცვის მხარეს გააჩნია დასაბუთებული შუამდგომლობა დაუშვებლობის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნაწილთან დაკავშირებით, ამიტომ სასამართო იმსჯელებს ამ წარდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში და იმედი მაქვს, რომ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

თემურ აბაზოვისა და საქმეში ბრალდებული ა. სულეიმანოვის, ა. ალახვერდიევი და ე. გულიევის საქმის წინასწარი განხილვა დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ 20:00 საათამდე შესვენება გამოაცხადა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა