ამერიკაში ბანკზე თავდამხმელმა ოთხი ადამიანი მოკლა

ამერიკაში, ქალაქ ცინცინატში უცნობმა პირმა ერთ-ერთ ბანკში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

პოლიციის ცნობით, დამნაშავე ბანკის ვესტიბულში შევიდა და ცეცხლი გახსნა. ადგილზე მყოფმა პოლიციამ მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

ამ დროისთვის უცნობია, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა თუ თავი მოიკლა.

ქალაქის მერის განცხადებით, დამნაშავემ უდანაშაულო ადამიანები დაცხრილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა