დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა

დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციების გაფართოებით დაემუქრა, რაც სკრიპალების მოწამვლის საქმეში ახალი დეტალების გამოვლენას უკავშირდება. ამის შესახებ განცხადება გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კარენ პირსმა გააკეთა.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, რა სახის ნაბიჯების გადადგმა იქნება ყველაზე კარგი“, - განაცხადა პირსმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის გარდა, სოლსბერიში მომხდარის გამო, 28 ქვეყანამ და ნატო-მ რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნებიდან გაიწვიეს.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ, აშშ-მ და კანადამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ისინი ეთანხმებიან ლონდონის დასკვნას, რომ სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილები „გრუ“-ს თანამშრომლები არიან.

აღნიშნული ქვეყნები აცხადებენ, რომ მამა-შვილის მოწამვლა დიდი ალბათობით სანქცირებული იყო უმაღლეს სამთავრობო დონეზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო