თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი - მინდა, ოჯახთან ვიყო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც პროკურორ გიორგი ლობჯანიძესა და თემურ აბაზოვის ადვოკატ მერაბ ჩიქოვანს შორის შელაპარაკება მოხდა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ორივე მხარეს წესრიგის დარღვევისთვის შენიშვნა მისცა და აღნიშნა, რომ განმეორების შემთხვევაში მათ დარბაზიდან გააძევებდა.

დაცვის მხარის განცხადებით, გამოძიება დასრულებულია და თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ბრალდებულმა აბაზოვმა მოსამართლეს ასევე მიმართა და პატიმრობის სასჯელის სხვა ზომით შეცვლა მოითხოვა.

„რეალური არაფერი არ აქვთ, თვენახევარი ტყუილად ვარ დაკავებული. მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძვი. მე არ ვარ კრიმინალი.

გეტყვით ვინ არის ის ადამიანი, ვინც მედავება. ხან „ოცნებაშია“ ხან „ნაციონალურ მოძრაობაში“. საჩივარი ხან შეაქვს, ხან გამოაქვს. ადამიანი, რომელიც სხვებს შეურაცხყოფას აყენებს. სამსახურში არ დადიოდა, ხელფასს იღებდა, ცუდი სახელის, პროვოკაციის მომწყობია. დაზარალებული ვარ მე. ქართულმა არხებმა გინება არ აჩვენეს, მაგრამ აზერბაიჯანულებმა სულ აჩვენეს და ჩემმა შვილებმა ნახეს.

ეტაპ-ეტაპ მაქვს ცხოვრება გავლილი, მე ბევრი მაქვს დასაკარგი, რა დროსაც მეტყვით გამოვცხადდები. ვარ კანონმორჩილი და ასე გავაგრძელებ. მე მაქვს ოჯახზე მზრუნველობის ვალდებულება აღებული და მინდა ოჯახთან ვიყო", - განაცხალა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს