რუსთავის სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა თემურ აბაზოვისა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა და მარნეულის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

მანამდე კი იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც პროკურორ გიორგი ლობჯანიძესა და თემურ აბაზოვის ადვოკატ მერაბ ჩიქოვანს შორის შელაპარაკება მოხდა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ორივე მხარეს წესრიგის დარღვევისთვის შენიშვნა მისცა და აღნიშნა, რომ განმეორების შემთხვევაში მათ დარბაზიდან გააძევებდა.

დაცვის მხარის განცხადებით, გამოძიება დასრულებულია და თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა