ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც 7 სექტემბერს, გაიმართება, მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს