გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის და ფერდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, თავხელიძის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დსახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების (ნაწილობრივ), მონადირის, ფირცხალავას, ავშნის, ნუშის, ხუდადოვის, სტურუას, მესხის და კელაპტრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის და თამარაშვილის გამზირების, რიგის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, ბარნოვის, კავსაძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, შროშის, ქუთათელაძის, ქობულეთის, ნაფარეულის, ჯანაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ და VII მიკრორაიონების, მუხიანის II და IVა მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, რომან ჭელიძის, ილორის და ზარზმის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2020
მამუკა გონგაძე - ენგურის ხიდთან არ უნდა იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა