თამარ ჩუგოშვილი - პოლიტიკური პარტიისთვის დიდ ევროპულ პარტიებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

პოლიტიკური პარტიისთვის დიდ ევროპულ პარტიებთან ასოცირება და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი პროგრესული ალიანსის კონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღონისძიება საქართველოს შესახებ სწორ წარმოდგენებს შექმნის სხვადასხვა ქვეყნებში.

“პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ პარტიებთან ასოცირება და თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ევროპელი სოციალისტების წევრი პარტია. ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში, ამ მასშტაბის, როცა პროგრესული ალიანსის თითქმის ყველა წევრი სტუმრობს საქართველოს და მათი წლიური შეხვედრა იმართება ჩვენს ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, უკეთ გაიცნოს საქართველო, ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღოს იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა პროცესებს გავდივართ და შესაბამისად, ინტერესიც და ყურადღებაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გაიზარდოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნის შესახებ კიდევ უფრო სწორ წარმოდგენებს შექმნის სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო