ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას მოაწერა ხელი

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას(განახლებული)მოაწერა ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის(განახლებული) ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოში კინემატოგრაფიის სფეროში, საერთაშორისო დონეზე თანაწარმოების განვითარებას და საშუალებას მისცემს საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს აწარმოონ ერთობლივი ფილმები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან.

„კონვენცია ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობას, კინემატოგრაფიული თანაწარმოების გაძლიერებას, როგორც კულტურული მრავალფეროვნების შექმნისა და გამოხატვის ინსტრუმენტს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა